Google+

სიახლეები

06.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაოფ ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.ამას გარდა, მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ. შეხვედრისას, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი ახალი საქართველო (ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012) დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული. რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პირველ პირს სტამბულში დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა 3 საათის განმავლობაში, დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)