Google+

სიახლეები

16.10.2012
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეს სწავლის დაწყება და ახალ შენობაში გადასვლა ქვეყნის პირველმა პირმა ლევან ვარშალომიძესთან ერთად  მიულოცა. პრეზიდენტი სტუდენტებისთვის შექმნილ სასწავლო გარემოს გაეცნო და სამომავლოდ, დამატებით, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვასაც დაპირდა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ ხელოვნების უნივერსიტეტისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის გარდა, ბათუმი განათლებისა და ხელოვნების ცენტრი გახდება.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ახალ შენობაში განთავსდა. აღნიშნული ნაგებობა, რომელიც ქალაქის პირველ საავადმყოფოს კუთვნილებაში იყო, მთლიანად გარემონტდა. უნივერსიტეტმა კი, რომელსაც 3 წლის განმავლობაში საკუთარი შენობა არ ჰქონდა,  ახალი სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყო.

დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა ბათუმში, ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნა. შენობა რომელიც მუზეუმისთვის გამოიყო, ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შესული. მისი  რებილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 650 ათასზე მეტი ლარი გამოიყო. თავად ცვილის ფიგურებისა და დეკორაციების დასამზადებლად კი, დაახლოებით, 500 ათასი ლარი დაიხარჯა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)