Google+

სიახლეები

28.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი საავადმყოფო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში დღეს ახალი სააავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, ულტრათანამედროვე აპარატურით დაინტერესდა და მედპერსონალს გაესაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ესაუბრა. მისი თქმით თანასწორობის იდეა, უპირველესად, ჯანდაცვის სფეროს უნდა შეეხოს და ყველას თანაბარი პირობები შეექმნას. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის აღმშენებლობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა, არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილობრივთა დასაქმების საკითხსაც შეეხო.

„ვიცი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა აქ უმუშევრობაა, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი წელში გამართული იყოს მას უნდა ჰქონდეს ელემენტარული სოციალური დაცვა. ბავშვები უნდა სწავლობდნენ კარგ, გამთბარ სკოლაში, ელემენტარულად უნდა იყოს გარშემო შესაძლებობები... ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში აღარ იყოს გაჭირვებული, უპოვარი, უმუშევარი ადამიანი და უპერსპექტივო, უიმედო სიტუაცია. ამას ყველანი ერთად მივაღწევთ... ახლა, უპირველესად, ქუთაისში გაჩნდება სამუშაო და ეს მოედება ყველა რაიონს გარშემო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

100 საწოლიანი კლინიკის მშენებლობასა და აღჭურვაზე სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბისიაი“ შვილობილმა კომპანიამ "ჩემი ოჯახის კლინიკა" 17 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მრავალპროფილიანი საავადმყოფო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია რეგიონის მასშტაბით, უახლესი უახლესი ტექნიკითა და ლაბორატორიებით არის აღჭურვილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პაციენტებს ყველა სახის სამედიცინო მომსახურეობას 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გაუწევს. ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე 150 ადამიანი, მათ შორის 100 ადგილობრივი იყო დასაქმებული.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)