Google+

სიახლეები

30.11.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი დღეები იყო  ჩვენი ქვეყნისა და ქართული დიპლომატიისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის,   მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის თაობაზე  და  ამ გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ ნაწილზე,  რომელიც სამშვიდობო  ინიციატივას გულისხმობს. საკმაოდ საყურადღებო  იყო  ის გადაწყვეტილებებიც,  რომლებიც ლისაბონის სამიტზე მიიღეს.

„საქართველო აგრძელებს   თავის გზას - მსველელობას  ჩრდილო- ატლანიკური ალიანსისკენ.  ამიტომ,  ლისაბონში მიღებული  გადაწყვეტილებები ფუნდამეტურია თავისი მნიშვნელობით.  ლისაბონის სამიტმა  ბუქარესტში მიღებული გადაწყვტილებები  დაამტკიცა და გაამყარა. ამასთან,  საგანგებო კომუნიკეში საქართველოს საკითხი ცალკე გამოიყო.  მნიშვნელოვანი იყო ის ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა  ლისაბონსა  და ბრიუსლეში. ბუნებრივია,  განსაკუთრებული იყო   პრეზიდეტ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეხვედრებს ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და კანადის პრემიერ-მინისტრებთან,  ევროსაბჭოს  პრეზიდენთან.  ამას გარდა, მოლაპარაკება გაიმართა  პოლონელ, რუმინელ და თურქ  კოლეგებთან. ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ვარშავაში  ნატოს  საპარალმენტო ასამბლეაზე, რომელზეც დამკვიდრდა ტერმინები „ოკუპაცია" და „ეთნიკური წმენდა". ეს  სიტყვები მრავალმა  ევროპელმა ლიდერმა გამოიყენა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერმინი „ოკუპაცია" საერთაშორისო არენაზე უკვე  დამკვიდრდა კონკრეტულად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება 1-2 დეკემებერს   ეუთოს სამისტზე შეაჩერა, რომელსაც ყაზახეთი - ასტანა უმასპინძლებს. მისი თქმით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მის მუშაობაში საქართველოს დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის შემადგენლობაში  არიან პრეზინდეტის ადმისტრაციისა და საგარეო სამინსტროს წარმომადგენლები.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ელჩების როტაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანში იხსნება ახალი საელჩო და ამავე დროს რამდენიმე ქვეყანაში იცვლება  ელჩი.

„ამის თაობაზე საგარეო უწყებამ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მინდა დავადასტურო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს დიპლომატთა სია უკვე გადაუგზავნა განსახილველად და დასამტკიცებლად.  კიდევ ერთხლე შეგახსენებთ იმ ქვეყნებისა და კანდიდატურათა სიას, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს:  შეერთებულ შტატებში თემურ  იაკობაშვილი,  ბრაზიალიაში ოთარ ბერძენიშვილი,  პორტუგალიაში  გიორგი გორგილაძე, მექსიკაში მალხაზ მიქელაძე,  სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი,   პოლონეთში  ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი,  ევროსაბჭოში    მამუკა ჟღენტი, შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძე,  აზერბაიჯანში  თეიმურაზ შარაშენიძე,  სომხეთში თენგიზ შარმანაშვილი,  ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი და  შვეიცარიაში  ზურაბ ჭიაბერაშვილი", - აღნიშნა მანჯგალაძემ.  

„არ მინდა  კომეტარის გარეშე დარჩეს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყნას შეეხება - ევროპის  ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს  2015 წელს  საქართველო - თბილისი უმასპინძლებს. იცით, რომ ამ მხრივ, ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და  ცდილობდა ყველა მოთხოვნა და პარამეტრი დაეკმაყოფილებინა.  ამ მიმართულებით, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამე ერთი რამ ცხადია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის აღიარებაა. თანაც ეს არის არა მარტო ჩვენი სპორტსმენების  შედეგების აღიარება,  არამედ  იმ ცვილებებისა, რომლებიც  ქვეყანაში ხორცილდება", - განაცხადა მან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)