Google+

სიახლეები

25.11.2010
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში დასრულებულია. ქვეყნის დატოვებამდე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი აეროპორტში გააკეთა და მოლდოვასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება.

„ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს ატარებენ და საკუთარ კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებს უსადაგებენ, ევროკავშირს უნდა შეუერთდნენ. მე დარწმუნებული ვარ მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალში. გარდა ამისა, მე მთხოვეს, მადლობა გადაგიხადოთ იმ ბავშვების სახელით, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ", - აღნიშნა მიხაი გიმპუმ.

„მინდა დავეთანხმო მიხაი გიმპუს ნათქვამს იმის თაობაზე, რომ მოლდოვასა და საქართველოს ევროპული მომავალი აქვთ. მოლდაველებს ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით, რამხელა პერსპეექტივები აქვთ წინ. თქვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ხართ. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი პრობლემა და სოციალური სირთულეა და ხალხი დღევანდელ დღეზე უფრო მეტს ზრუნავს, მაგრამ, ვფიქრობ, ხვალინდელი დღე მოლდაველებისთვის ძალიან პერსპექტიული და საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ ევროინტეგრაციისა და დნესტრისპირეთის საკითხებში, მით მეტი პერსპექტივა გაუჩნდება ჩემს ხალხს. ჩვენ გაცილებით მეტად ვართ დაკავშირებული, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ მათ კიდევ ჩამოვიყავნთ საქართველოში", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აეროპორტში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა შტეფან დიდის ძეგლი შეამკო გვირგვინით.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)