Google+

სიახლეები

23.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წითელ ხიდზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი მოინახულა. "ჩვენ ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტია.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საბაჟო, სადაც ადამიანურ პირობებში მომუშავე მებაჟეებს მაღალი ხელფასი ექნებათ, კორუფციისა და კონტრაბანდის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლად გახსნილ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო დროშა აღმართა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით გაიხსნა. "საზღვრის დაცვისა და კანონის განმტკიცების" პროგრამის ფარგლებში საქართველოში კიდევ რამდენიმე საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა იგეგმება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)