Google+

სიახლეები

28.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ადმინისტრაციის თანამშრომლის, სიმონ კილაძის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მისი ადმინისტრაციის თანამშრომლის, სიმონ კილაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს, რაც ადატურებს იმას, რომ ეს პიროვნება საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა.

მიხელ სააკაშვილის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო უწყებებში მსგავსი ბრალდებით არავინ დაუკავებიათ. მან იმ ხალხს მიმართა, ვინც მსგავს საქმიანობას ეწევა და აღნიშნა: „მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი არა პრეზიდენტის და რომელიმე უწყების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს და თავიანთი შვილების მომავლის მტრების სასარგებლოდ მუშაობენ". საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ბევრ ინფორმაციას ფლობს ამ ადამიანებზე.

მიხეილ სააკაშვილმა მათ ვადა პირველ მაისამდე მისცა, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლონ და კონტრდაზვერვის სამსახურში გამოცხადდნენ. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მათ ხელშეუხებლობის გარანტიას პირადად აძლევს.

"ჩვენ არ გვინდა ადამიანების ტყუილად "გაფუჭება". მათ უნდა იცოდნენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდით ინფორმაცის და ვიცით, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. მათ ბოლო შანსი ეძლევეთ, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან ითანამშრომლონ ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)