Google+

სიახლეები

14.06.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან საუბრისას იგი დარწმუნდა, რომ ამ ქვეყნის სახით საქართველოს ძლიერი მეკავშირე ჰყავს.

"ჩვენ ყოველთვის გვქონდა საფრანგეთის ზოგადი მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ვითარება რადიკალურად შემობრუნდა და ეს მხარდაჭერა კონკრეტული გახდა ყველა აბსოლუტურად ყველა სფეროში. ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან ძლიერი მეკავშირე ევროპაში. პრეზიდენტი სარკოზი, მართლაც, უკიდურესად ძლიერი პოზიციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსია; მე ვიტყოდი, რომ ის არის ევროპის ნატურალური ლიდერი. მას ფრანგების ფენომენალური მხარდაჭერა აქვს, რაც გენერალ დე გოლის შემდეგ, არც ერთ ფრანგ ლიდერს არ ჰქონია. რაც მთავარია, მას აბსოლუტურად ზუსტი ხედვა აქვს იმის თაობაზე, რომ ჩვენს საკითხებთან დაკავშირებით და ბევრ სხვა საკითხთან მიმართებაში პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს. ასეთი პოზიცია ევროპაში ადრე არც ერთ მთავრობას არ ჰქონია. ზოგად მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით და ყველასთან ვთანამშრომლობდით, მაგრამ ჩვენს მიმართ მსგავსი კონკრეტული და მკაცრი პოზიცია არავის არ გამოუხატავს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)