Google+

სიახლეები

20.02.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. რუსთაველის ფონდის სტიპენდიებისა და სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ მეცნიერთა დაჯილდოება დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერთა დაფინანსებას სისტემური ხასიათი მიეცა.

"სამეცნიერო გრანტების დაფინანსება წელს, შარშანდელთან შედარებით, 50 პროცენტით გაიზრდება, თუმცა ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა დაბრუნება. უნდა შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ისინი საქართველოში ერთი თვით მაინც ჩამოვიდნენ სამუშაოდ და თავიანთ თანამემამულეებს, უცხოეთში მიღებული ცოდნა გაუზიარონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 2007 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელებს, ასევე შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის 15 ქართველ სტიპენდიანტ მეცნიერს სერტიფიკატები თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაეცა.

„ძლიერი მეცნიერება ნიშნავს ძლიერ საქართველოს. თუ საქართველომ დაკარგა მეცნიერები და მეცნიერული კვლევების დონე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველო განვითარდა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმვალობაში სახელმწიფო უუნარობის და არასათანადო მხარდაჭერის გამო, ეს დონე საკმარისად ჩამოვიდა ქვემოთ. ეს არ არის მეცნიერების ბრალი. ჩვენ დღესაც გვყვას მსოფლიო კლასის მეცნიერები და მკვლევარები. ჩვენ დღესაც გვყავს ხალხი, ვისაც შეუძლია კონკურენცია გასწოს და ინოვაციური მიდგომებით გააკვირვოს მსოფლიო. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გაჩანაგდა ლაბორატორიები, ინსტიტუტები, ცენტრები, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა. ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი. ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული და უპერსპექტივობის განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. პირიქით, ადამიანები, ვინც გულით აკეთებენ ამ საქმეს, მაქსიმალურად უნდა ავუბათ მხარი" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)