Google+

სიახლეები

08.10.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის განახლებული სახლ-მუზეუმი გახსნა, რომლის რესტავრაცია "სილქროუდ ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ "ამბრელა კონსალტინგმა" ჩაატარა.

„ყველას ეგონა, რომ ისტორიული მემკვიდრეობა დაიკარგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ინვესტორმა იზრუნა მის აღდგენა-შენარჩუნებასა და პირვანდელი იერ-სახის დაბრუნებაზე" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

განახლებული მუზეუმის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილი კრიზისის და ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული აგრესიის აქტის გამო, საქართველოს ეკონომიკას დიდი პრობლემები შეექმნა. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ეკონომიკის აღმავლობაზე ყოველთვის იზრუნებს.

მიხეილ სააკაშვილი კახეთში რთველის საკითხსაც შეეხო და მას წარმატებული უწოდა.

"შეიძლება ბევრმა ვერც შეამჩნია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, კახეთში რთველი წელს ბევრად ნაკლები პრობლემებით მიმდინარეობდა, რადგან ძალზე მწირი რესურსების მიუხედავად, სახელმწიფო მევენახეებს დროულად დაეხმარა. ჩვენ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დიდი პროექტები და საქართველოს განვითარება არ შეჩერებულა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)