Google+

სიახლეები

06.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძარში მივიდა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწყება და, სიმბოლურად, პირველი ქვა დადო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ბაგრატის ტაძარი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და საქართველოს ერთიანობის სიმბოლო გახდება. პრეზიდენტი დღეს ტაძართან შეკრებილ მოსახლეობას და მეუფე კალისტრატეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი დანგრეული არ უნდა იყოს და ამ ტაძრის აღდგენა მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ყველაზე ამბიციური პროექტი იქნება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი საქართველოს ათასწლეულის პროგრამით რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ქუთაისის წყალმომარაგების სისტემებისა და მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველა წინასაარჩევნო დაპირებას პირნათლად ასრულებს, მათ შორის იყო ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგება, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

"საქართველოს კარგი მომავალი აქვს, დღესდღეობით საქართველოში სირთულეები და დიდი გაჭირვებაა. მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს ბოლო წლებია სტაბილური უმუშევრობა აქვს, რაც ყველაზე მეტად ქუთაისშიაისახება" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ პრობლემებს მუხლჩაუხრელი შრომა უნდა დაუპირისპირდეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქუთაისი საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად და მეორე დედაქალაქად უნდა გადაიქცეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)