Google+

სიახლეები

15.04.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალციხეში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალციხეში ჩავიდა და 90-კილომეტრიანი გაზსადენი გახსნა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტრი გააკეთა.

"ხალხის ნაწილი, ვინც პროტესტს გამოთქვქმს, მართლაც უკიდურესად გაჭირვებულია, თუმცა ბევრად უფრო მეტი გაჭირვებული ზის სახლში და თავშეკავებულია. მე ყველაზე მეტად მესმის ამ ხალხის გაჭირვების, ყველაზე მეტად ამ ხალხს ჭირდება დახმარება. ვფიქრობ, პოლოტიკოსებმა სკამებისათვის კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ხალხს. ამაზე უფრო დიდი ამოცანა არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ ამ ხალხის მდგომარეობა და ცხოვრება არ გაუმჯობესდება, სკამები ყველას უკან დარჩება. საქართველოს გამოსავალი ერთიანობასა და სიმტკიცეშია. თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)