Google+

სიახლეები

08.08.2013
საქართველოს პრეზიდენმა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გენშტაბის უფროსთან ირაკლი ძნელაძესთან ერთად გვირგვინით შეამკო 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირების მემორიალი.
მიხეილ სააკაშვილი დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეხვდა,  მადლობა გადაუხადა და მხნეობა და გამძლეობა უსურვა.

"ამ ბიჭების გმირობა რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა მსოფლიო დიპლომატიური ძალისხმევის გამოღვიძების დრო, რომელმაც საბოლოო ჯამში, გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა. ვინც ხუთ წლისთავზე ამბობს, რომ ომში საქართველოა დამნაშავე, ეს არის რუსეთის პროპაგანდის პირდაპირი გამეორება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამდენი ფაქტი გამოჩნდა და უკვე უტყუარად დადასტურებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტები და სატანკო კოლონები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. ამ ყველაფრის ფონზე იმის ძახილი,  რომ საქართველომ რამე დაიწყო, აგრესორის პროპაგანდის პირდაპირი გამეორებაა და არის ქმედება, რომელიც მიმართულია სიმართლის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)