Google+

სიახლეები

25.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ქართული დემოკრატიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ის ყველა პარტიას შორის შეთანხმებითა და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღებული.  

„გუშინ პარლამენტის უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მას შემდეგ, რაც შევთანხდით კონსტიტუციის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, კარგი იქნებოდა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კანონების თაობაზეც მსგავსი ფორმით გავაგრძელოთ თანამშრომლობა.  საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სასიცოცხლო მნიშნელობისაა ქართული დემოკრატიისათვის. ჯერ ერთი, თუ ის იმ ფორმით გაიტანეს, როგორიც ახლაა, შეგვიძლია სამუდამოდ დავემშვიდობოთ საქართველოში თავისუფალი სასამართლოს არსებობის იდეასაც კი. მთელი ამ წლების მუშაობისა და არჩევნების კომბინაციის შედეგად, გაჩნდა შანსი, რომ საქართველოში მოქალაქეები იყვნენ დაცული თავისუფალი სასამართლოს მეშვეობით და ახლა ნამდვილად არ არის დრო, რომ მიღწეული ქარს გავატანოთ. მეორე, თუ ეს კანონი ამ ფორმით მივიღეთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო სამუდამოდ თუ არა, ვილნიუსის სამიტზე მაინც დაემშვიდობება ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ძალიან შეაფერხებს ყველა სხვა პროცესს. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ერთობლივი მუშაობა. ერთმანეთს ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ - ყველა პარტიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს ის, რომ ევროპისკენ წავიდეთ და სასამართლო იყოს თავისუფალი. ბაქრაძე და უსუფაშვილი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად და ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მეც მზად ვარ ჩავერთო და იმედია, პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება. ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა შევთანმხდეთ იმაზე, რაც კარგადაა გაწერილი ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში. ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ყველამ უნდა გავიზიაროთ, რადგან ეს საქართველოს საკეთილდღეოდ კეთდება და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის იქნება უკეთესი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)