Google+

სიახლეები

14.03.2013
მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით EPP-ის სამიტის მუშობაში მონაწილეობს.

ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ევროპელი ლიდერები,  სახელმწიფოთა მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ესწრებიან. სამიტის მთავარი თემაა ის ევროპული ფასეულობები და მისწრაფებები, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს. ტრადიციულად, დელეგატები ევროპის საბჭოს სამიტის წინ იკრიბებიან და ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხზე მსჯელობენ, რომელთა განხილვაც  ევროპის საბჭოს დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. 

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, EPP-ის სამიტს ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვის, სომხეთის და სხვა ქვეყნების პირველი პირები ესწრებიან.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)