Google+

სიახლეები

28.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო

სამიტის მუშაობაში მონაწილეობას ორმოცამდე ქვეყნის ლიდერი, ევროკავშირის და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი დელეგაციები იღებენ.  სახალხო პარტიის ყრილობას მიხეილ სააკაშვილი ვილფრიდ მარტენსის პირადი მოწვევით  დაესწრო.

ბელგიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთნ გამართა შეხვედრები. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენები, მოახლოებული არჩევნები, რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველო ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი იყო. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში გატარებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოსადმი მხარდაჭერა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.  ბრიუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  სრული მზაობა, საქართველოში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. მიხეილ საკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის, რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი მოიწვიოს  არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მონიტორინგის გასაწევად.

 საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დღეს სრულდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)