Google+

სიახლეები

26.06.2012
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის რესპუბლიკაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამიტის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

სამიტის დაწყებამდე, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა იყო. ლიდერებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირის ორმხრივი შეხვედრები სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან.

სამიტში მონაწილეობას BSEC-ის წევრი თორმეტი ქვეყნის უმაღლესი პირები მიიღებენ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია  1992 წლის 25 ივნისს სტამბოლში დაარსდა, როგორც მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივის მოდელი. ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოცაა, მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფას, ასევე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)