Google+

სიახლეები

20.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს „112“ ესტუმრა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი ცენტრში დასაქმებულებს გაესაუბრა და მათი სამუშაო პირობებითა და მოვალეობებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ საგანგებო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურებში განხორციელდა. ცენტრის მუშაობის დეტალები საქართველოს პრეზიდენტს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააცნეს.

„აი რა განსხვავებაა დღევანდელსა და ვარდების რევოლუციის დროინდელ საქართველოს შორის. მაშინ სასწრაფო დახმარების ბევრი სამსახური იყო, მათ შორის, კერძოც. ვინმე ქუჩაში ცუდად რომ გამხდარიყო, არავინ არ მოგხედავდა ფულს თუ არ აჩვენებდი. ყოველ სამსახურს განსხვავებული სატელეფონო ნომერი ჰქონდა - საერთო ნომერი არ არსებობდა და საათობით სჭირდებოდა ლოდინი, თუკი მოვიდოდა საერთოდ. პოლიციის შენობა ჩაკეტილი იყო. და ტელეფონზე არავინ გიპასუხებდათ რამდენიც არ უნდა გერეკათ. შემდგომ ისეთი პერიოდიც დადგა, პოლიციასთან ჯობდა საერთოდ არ დაგერეკა. მინდა შეგახსენოთ, რომ  თბილისის ყველა რაიონის პოლიციის უფროსი იყო ბანდიტი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ამ ცენტრის მაგალითზეც ჩანს. ამ მხრივ, ჩვენ რეალურად, ერთ-ერთი საუკეთესო ვართ მსოფლიოში. ჰილარი კლინტონმა საქართველოში ყოფნისას შეგვაქო, ახლა მან ისრაელში ლექცია წაიკითხა და მთელ საერთაშორისო მედიას უამბობს ბათუმსა და მის იუსტიციის სახლზე. ჩვენ ბევრ რამეს ძალიან ეფექტიანად ვაკეთებთ და არ შემიძლია აღფრთოვანება არ გამოვხატო“, - განაცხადა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი ყველაზე უიმედო უბანი იყო. მან დღევანდელ პირობებთან პარალელიც გაავლო და ყურადღება განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა.

„ახლა აქ საუკეთესო გზაა. მოსახლეობას შეუძლია ნუცუბიძის პლატოს გავლით ვაშლიჯვარში გადავიდეს, იქიდან მარტივად მოხვდება „ვეფხვის და მოყმის“ ძეგლთან, სადაც ახლა ახალი ხიდი კეთდება. ნუცუბიძის მიკრორაიონები თბილისის ცენტრალური რაიონები ხდება, თავისი წარმოუდგენელი ხედებით, სილამაზითა და ჰაერით. ეს არის თბილისის ახალი გეოგრაფია. ამ ცენტრის არქიტექტურა მე ძალიან მომწონს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუნდაც ამ ახალი ობიექტებით, ფუნქციურად და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, აქაურობა მთლიანად შეიცვლა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საგანგებო ცენტრი უკვე ერთი თვეა რაც ერთ შენობაში განთავსდა და აქ გაერთიანებულია სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.  ამ  ნებისიმიერ სამსახურთან დაკავშირება კი მოსახლეობას ერთი ნომრის აკრეფით - 112-ით შეუძლია. 112-ზე  დარეკვა უფასოა და ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია სიმ ბარათის გარეშეც და იმ შემთხვევაშიც თუ ტელეფონი ორმხირვად არის გათიშული.

112 ამერიკული 911-ის ანალოგია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)