Google+

სიახლეები

13.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს ემონ გილმორს შორის ბათუმში დღეს შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები  განიხილეს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. შეხვედრისას, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხნენ და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს.

ემონ გილმორმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, ასევე ისაუბრა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)