Google+

სიახლეები

02.06.2012
მიხეილ სააკაშვილმა ევროპის კვირეულის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ევროპის კვირეულის მონაწილებს სიტყვით მიმართა, რომელთა შორის არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, საფრანგეთის ყოფილი კულტურის მინისტრი ფლორან სტორა და სხვები. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. იგი ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს 60 სტუმარი ეწვია. შეხვედრებისა და დებატების მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ტრანსფორმაცია, საქართველოს ევროპეიზაცია, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იყო. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)