Google+

სიახლეები

24.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული და თითოეული თქვენგანის ოჯახს ბედნიერება, სიხარული და წარმატება ვუსურვო, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. 

არაერთხელ აღმინიშნავს იმ წვლილის შესახებ, რომელიც ქართველ კათოლიკეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეჰქონდათ. ქართველი კათოლიკეები ჩვენი კულტურული, სულიერი, საგანმანათლებლო, საერთო ეროვნული და მრავალეთნიკური ქართული მემკვიდრეობის  განუყოფელი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი  ურთიერთიერთობა საუკუნეებით არის გამოცდილი და ეს დღევანდელობაშიც არაერთხელ დამტკიცდა. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. ერთად ვილოცოთ ჩვენი შვილებისა და  ოჯახების კეთილდღეობისთვის, ჩვენი სამშობლოსა და ერის უკეთესი მომავლისთვის.
 
პატივისცემით,
 
მიხეილ სააკაშვილი
 
საქართველოს პრეზიდენტი
 
24 დეკემბერი, 2011 წელი



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)