Google+

სიახლეები

10.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფ „ქენდის" წევრებს გამარჯვება მიულოცა

საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში უმასპინძლა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და მათ შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯგუფის პროდიუსერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის ესოდენ დიდ მხარდაჭერას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ანსამბლის წევრები მიხეილ სააკაშვილმა აიპოდებითა და  მუსიკალური ინსტრუმენტით "იამაჰა" დაასაჩუქრა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პატარები ინგლისური ენის სასწავლებლად სამი კვირით ლონდონში გაემგზავრებიან.

 „უპირველესად, მსურს, ყველას მოგილოცოთ.  თქვენ წარმოადგენთ ახალი თაობის, ახალი საქართველოს საუკეთესო სახეს თავის მრავალფეროვნებით, ახალგაზრდული, ბავშური, ეიფორიული ენერგიით და, რაც მთავარია, ნიჭიერები ხართ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი წარმატებით. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, იმ თვალსაზრისით, რომ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მოგვცეს.  სომხეთმა მოგვცა 12 ქულა, ბელარუსმაც - 12 ქულა... ბელარუსიის მხრიდან ეს გმირობა იყო, რადგანაც თქვენი კონკურენტები სწორედ ბელარუსი ბავშვები იყვნენ. ხალხის მხრიდან ეს მართლაც  ძალიან დიდი მეგობრობის გამოხატულებაა. ასეთი რამ არც პოლიტიკურ დონეზე  უნდა დაგვავიწყდეს და არც ადამიანურ დონეზე. ის ურთიერთობა, რომელიც ბელარუსთან ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება, ის თანადგომა, რომელიც მათ ყველაზე რთულ სიტუაციებში გამოავლინეს, მათ შორის, ამ ვითარებაში, ყოველთვის დასამახსოვრებელია.  მინდა, თქვენს პროდუსერებს ვუთხრა მადლობა - ყოჩაღ! მართლაც წარმატებული პროექტია და ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის. გამარჯვება უკვე  ჩვევაში გადაგივიდათ და ეს ძალიან კარგია. ასეთი აზრიც მაქვს: სკოლის არდადეგების დროს 3 კვირით ყველანი ლონდონში გაგიშვათ ინგლისური ენის სასწავლებლად“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჯგუფის წევრებს.  

თავის მხრივ, მადლობა მიხეილ სააკაშვილს „ქენდის“ წევრებმაც გადაუხადეს, პრეზიდენტს საკუთარი დისკი უსახსოვრეს და აღნიშნეს, რომ ლონდონში სასწავლებლად წასვლა მათი ოცნება იყო, რომელიც მათ პრეზიდენტმა აუსრულა. 

ერევანში გამართულ მსოფლიო კონკურსზე ქართულმა ანსამბლმა ორიგინალური სიმღერა შეასრულა, 13 კონკურენტ ქვეყანას შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და 108 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)