Google+

სიახლეები

28.05.2011
„Atlantic-dinners" მე-10 ღონისძიება თბილისში გაიმართა

საქართველოში ევროპის კვირეულის ფარგლებში, პროექტის „Atlantic-dinners" მე-10 ღონისძიება თბილისში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი შეხვედრა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ იმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეები ისაუბრებენ თემაზე „დემოკრატია, პროგრესი და ინოვაცია". საქმიან სადილს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დასავლელი ანალიტიკოსები  და უმაღლესი რანგის უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. სტუმრებთან ერთად, სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეც გამოვიდა, რომელმაც საქართველოში განხორციელებულ პოლიციის რეფორმაზე ილაპარაკა.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ასეთი საღამოებით ატლანტიკურ ხალხებს შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის იმართება, მსგავსი დიალოგი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მსოფლიო უკეთესობისკენ შეიცვალოს.

„მათთვის, ვისაც აინტერესებს თუ რატომ შეირჩა ამჯერად საქართველო, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით ატლანტიკასთან ნაკლები კავშირი აქვს, მოგახსენებთ, რომ ჩვენი რწმენით 21-ე საუკუნეში ატლანტიკური სივრცე გაცდა გეოგრაფიულ საზღვრებს და მას ღირებულებებისა და პოლიტიკური მნიშვნელობით მიენიჭა დატვირთვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, რომელიც ამ ღირებულებებს იზიარებს სწორედ საქართველოა. მე ბევრ სახელმწიფოსთან და და ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმუშავია, მაგრამ აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა იყო მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალაგაზრდა მთავრობა, ძალიან დიდი ამბიციებით", - აღნიშნა პროექტის „Atlantic-dinners" ხელმძღვანელმა ფელიქს მარკაცმა.

ატლანტიკური სადილი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და დემოკრატიულ ღირებულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.   

„მოხარული ვარ, რომ აქ შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას მივმართავ. ამ დღეებში ჩვენ ვმასპინძლობდით მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკოსებს, მათ შორის, საფრანგეთიდან და ამავე დროს აქ არიან ახალგაზრდებიც წარმოდგენილნი. დღეს მთავრობაშია არიან ახლაგაზრდები, რომლებიც არასოდეს ყოფილან იმ ჰიპოკრატიული სისტემის წევრები, რომელიც თავისუფლებებს კლავდა. ყოველივე ამის შედეგად საქართველომ ძალიან ბევრი შოკი გადაიტანა და ძალიან ცოტა ქვეყანა თუ გაუძლებდა იმას, რასაც ჩვენ გავუძელით - დაგვიწესეს სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ემბარგო, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში დავკარგეთ ჩვენი ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტი, ერთი წლის განმავლობაში შეწყდა ჩვენი ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტის  90 პროცენტი; დავკარგეთ მშვიდობიანი გარემო, რადგან მუდმივად გვესხმოდნენ თავს და გვიწყობდნენ დივერსიებსაც და ტერაქტებსაც. ახლა არ მსურს ყოველივე ამის დეტალურად გახსენება, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ მუდმივად ამ წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, სიღარიბე შემცირდა 15-დან 18-პროცენტამდე და ამით ძალიან ამაყი ვარ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)