Google+

სიახლეები

30.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი ვაზიანში სამხედრო წვრთნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზას უმცროს ვაჟიშვილთან, ნიკოლოზთან ერთად ესტუმრა და შეიარაღებული ძალების წვრთნას „ვაზიანი - 2011" დაესწრო. ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი კალანდაძემ, რომელიც დღევანდელ ღონიძიებას ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტს წვრთნების ტაქტიკასა და მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს ქართული არმიის 20 წლის იუბილე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა სამხედროების მომზადებაც შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართულმა ჯარმა ყველა ის, მათ შორის შეუსრულებელი, ამოცანა შეასრულოს, რომელსაც ჩვენს წინაშე ისტორია და ცხოვრება დასახავს. პრეზიდენტთან ერთად წვრთნას თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.

„მინდა მოგილოცოთ სწავლების წარმატებით დასრულება. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მტრის მცდელობის მიუხედავად, წელში გაეტეხა ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის - ჩვენი ოფიცრების, ჯარისკაცების , კაპრალების, სერჟანტების დემორალიზება მოეხდინა, მოვახერხეთ, არა მხოლოდ სულისკვეთების და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის სწარაფი ტემპით გაგრძელება. ჩვენ არ გვაქვს ილუზია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ჩვენი მტერი - რა თქმა უნდა, ყოველგვარ სწავლებაზე მტერი არის ჰიპოტეტიური, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი, ვინ ახდენს  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებას და ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგემები საქართველოს მიმართ. თქვენ ისიც კარგად იცით, რომ საქართველოს დაცვის მთავარი ხაზი სწორედ თქვენ ხართ. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას პრობლემები აქვს და როცა ქვეყანას უტევენ, ყველა  მისი მოქალაქე ჯარისკაცი ხდება, მისი თითოეული მოქალაქე ხდება სამშობლოს დამცველი, მაგრამ თქვენზე გადის ჩვენი თავდაცვის მთავარი, წინა და გადამწყვეტი ხაზი. თქვენ ხართ ჩვენი მომავლის მთავარი გარანტი. ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების სრულ მხარდაჭერას, მაქსიმალურ მოდერნიზაციას და მივაღწევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად მომზადებული იყოს, ჯარისკაცები ძალიან კარგად აღვჭურვოთ, რათა მზად იყვნენ ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომლებსაც ჩვენი ცხოვრება და ისტორია ჩვენს წინაშე დასახავს, მათ შორის, თითქმის შეუძლებელისაც. ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო წლებში ბევრი რეფორმა განხორციელდა, რომელთა მიმდინარეობას მუდმივად ვადევნებ თვალს. ჩვენ მუდმივად ვმუშობთ იმაზე, რომ ყოველი თვე, კვირა და დღე იყოს სიახლის და უკეთესობის მომტანი შეიარაღებული ძალებისთვის  ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გამართულ საველე წვრთნაში, რომლის მიზანი თავდაცვითი ბრძოლისას ქვედანაყოფების კონტროლი და  ურთიერთქმედების დახვეწაა, საკმაოდ მაშტაბური იყო. წვრთნაში მონაწილეობას იღებდა საარტილერიო, საავიაციო, სატანკო,  საინჟინრო და ქვეითი ქვედანაყოფების შვიდასამდე  სამხედრო და სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა: თვითმავალი და საჰაერო თავდაცვის ქვემეხები, გრადის ტიპის  დანადგარები, მოიერიშე „სუ 25" ვერტმფრენები და უპილოტო აპარატები.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)