Google+

სიახლეები

18.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სენატორ ჯონ კაილის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სენატორთა დელეგაციას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა და იმ ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების სურვილი იყო, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს როლს  კიდევ უფრო გააძლიერებს. სენატორებმა ავღანეთში ქართული სამხედრო შენაერთების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ საქართველო  ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)