Google+

სიახლეები

17.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ვიცე პრემიერს შეხვდა

უკრაინის ვიცე პრემიერი სერგეი ტიგიპკო დღეს ბათუმში ჩავიდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.  პირისპირ შეხვედრისას, მათ საქართველოში განხორციელებული და ასევე მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს.  სერგეი ტიგიპკომ სურვილი გამოთქვა გაიზიაროს ჩვენი ქვეყნის გამოცდილება. საქართველოს პრეზიდენტისა და უკრაინის ვიცე პრემიერის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობა იყო.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე, უკრაინის ვიცე პრემიერმა განახლებული ქალაქი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ბათუმი უკვე წარმატებული კურორტია, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დიდი პერსპექტივაა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)