Google+

სიახლეები

29.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წუხილს გამოთქვამს მოსკოვის მეტროპოლიტენში აფეთქების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

"რაც მოხდა ამტკიცებს, რომ ტერორიზმი მსოფლიოს პრობლემაა. საქართველო ყოველთვის გმობდა და გმობს ტერორიზმის გამოვლინებას. პრეზიდენტი თანაგრძნობას გამოხატავს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. მიხეილ სააკაშვილი გმობს მომხდარ ფაქტს, განსაკუთრებით - ტერორიზმს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში გამოაცხადებს.

"კონსტიტუციური ვადებით არჩევნები განსაზღვრულია არაუგვიანეს 1 ივნისისა. საარჩევნო კოდექსის გარდამავალი დებულებებით, არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა. საარჩევნო პროცედურების დასაწყებად საჭიროა პრეზიდენტის განკარგულება, რისთვისაც აქვს ვადა 31 მარტის ჩათვლით და ეს ვადები დაცული იქნება",- განაცხადა პრესსპიკრიმა.

მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე პენტაგონის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, პენტაგონის განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა და საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ განცხადება ნიშნავდა ამერიკული სამხედრო ბაზების მშენებლობას საქართველოში.

"საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ დახმარებაზე. აშშ სოლიდურ დახმარებას გეგმავს, რაც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე საქართველოს კონტინგენტის აღჭურვას გულისხმობს. ეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)