Google+

სიახლეები

17.03.2010
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს თომას მიროუს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაამახვილა, რომელიც თბილისის ცენტრალური უბნიდან რკინიგზის გარე უბანში გადატანას ითვალისწინებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 100 მილიონ ევროს გამოყოფს, 80 მილიონ ევროს კი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაში ჩადებს. პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტების განხორციელება ქვეყნის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

"დღეს ხელი მოეწერა, ძალზე მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, ისტორიულ პაკეტს, რომელიც თბილისის რკინიგზის გადატანას ითვალისწინებს. თბილისში, პრაქტიკულად, გაჩნდება ახალი თანამედროვე ცენტრი. საბოლოოდ გადაიჭრება საცობების პრობლემა და დედაქალაქი განვითარდება ისე, როგორც არასდროს ცალკე აღებული ისტორიული მონაკვეთის განმავლობაში. ვამაყობ, რომ ეს მოხდება ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის დამლევამდე. ასევე იგეგმება 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარასდროს აღარ იქნება ენერგეტიკული ჩიხი და აფხაზეთის მშენებლობის დაიწყების პარალელურად, შესაძლებელი გახდება უამრავი ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის დაწყება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ დასაქმდება ათობით ათასი ადამიანი, უპირველესად, მშენებლობებზე, შემდეგ კი წარმოებაში, რაც, პრაქტიკულად, საქართველოს განვითარების შემდგომ ხარისხზე გადაიყვანს. ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის, რაც საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თომას მიროუსთან შეხვედრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)