Google+

სიახლეები

17.03.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. შეხვედრისას, სლოვაკმა სტუმარმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

"დიდი მადლობა ჩამოსვლისათვის და საქართველოს მუდმივი ლობირებისთვის ევროპის სტრუქტურებში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპის ლიდერებთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა. თბილისში მივიღე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სუარესი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი მარტენსი. თქვენს შემდეგ ვხვდები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს თომას მიროუსს. ასევე შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. საქართველოს საგარეო საქმრთა მინისტრი ჩემი დავალებით იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრი მცდელობის მიუხედავად, არა მარტო ვერ განხორციელდა საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, არამედ მსგავსი ინტენსიური დაახლოება ევროპასთან არასოდეს არ გვქონია. იმედია, ზაფხულისთვის ვიზების გამარტივების თვალსაზრისით შედეგს მივიღებთ და ადამიანებს აღარ მოუწევთ გრძელ რიგებში დგომა. მაქსიმუმ ორ წელიწადში კი, იმედია, განხორციელდება ფინეთისა და პოლონეთის ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეებს საერთოდ აღარ დასჭირდებათ ვიზა ევროპაში და იმოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრისას.

"ჩვენ ვიცით რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად და რა არის მისი შედეგი, რადგან ჩვენი გამოცდილებაც ახალია და სწორედ ამას გთავაზობთ. ჩვენ გულახდილი შუამავლები ვართ და დახმარების გარდა სხვა ინტერესი არ გაგვაჩნია. ჩვენი სურვილია დაგეხმაროთ და ის ადგილი დაიკავოთ, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ", - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)