Google+

სიახლეები

02.02.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს შეხვდა. შეხვედრისას მათ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვითარება განიხილეს.

ელჩებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა კრიზისულ პერიოდში დღე და ღამე მუშაობდა. საქმისადმი ასეთი მიდგომა მიხეილ სააკაშვილმა ელჩებსაც მოსთხოვა.

"თქვენ გაქვთ მისია - საქართველო სამშვიდობოს გაიყვანოთ და წარმატებულ, სწრაფი განვითარების გზაზე მდგომ ევროპულ ქვეყნად აქციოთ", - განაცხადა მან. - "ჩვენ ძალზე დიდი ფულისა და გამოცდილების მქონე, ხშირ შემთხვევაში ძალზე ეშმაკურად მოწყობილი ქსელი გვიპირისპირდება, რომელსაც საქართველოს წარმატება და გამთლიანება ნამდვილად არ აძლევს ხელს. ამაში ეს ხალხი საფრთხეს ხედავს. ჩვენ მათ ჩვენი ენთუზიაზმი, პროფესიონალიზმი, თავდადება და ჩვენი სამშობლოს სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ. მაშინ ვეღარავინ დაგვამარცხებს. ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური მოქმედების წინა ხაზზე იმყოფება, ჩვენ კი მისი ჯარისკაცები ვართ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)