Google+

სიახლეები

16.02.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაბნის რაიონს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაბნის რაიონის ეწვია. მან სოფელ ჯანდარის მოსახლეობის პრობლემები ჩაიზე განიხილა. სააკაშვილი სოფლის უხუცესებს დაპირდა, რომ ყველა პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გლეხების დახმარება ხელისუფლებისათვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. „ჩამოვედი იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გულისყურით მოვისმინო. ჩვენ ვაპირებთ სოფლის მეურენობაში დასაქმებულ ოჯახებს სასუქით დავეხმაროთ, ამისათვის ფული უკვე გამოყოფილია. ყველა დიდ სოფელში ვაშენებთ ამბულატორიას. ეტაპობრივად დავიწყებთ სკოლების შეკეთებას, შემოვიყვანთ ავტობუსებს და ავამოქმედებთ ტრაქტორებს, ვინაიდან ეს თქვენი პობლემებია და თქვენი პრობლემები კი, ქართული სახელმწიფო ზრუნვის მთავარი საგანია- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)