Google+

სიახლეები

21.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტის მშენებლობა დაათვალიერა.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას უპასუხა და მისი გამოსვლა გრაჩოვის განცხადებას შეადარა, როცა 1992 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თითქოს, საქართველო თავის ტერიტორიას ბომბავდა. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინის გუშინდელი განცხადება არარეალურია. „ მე გამახსენდწა 1992 წელი და გრაჩოვის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ქართველებმა გადაღებეს თვითმფრინავები და საკუთარ ქალაქებს თავად ბომბავენ. დღეს განსხვავება არის ძალიან პატარა. ეს აღარ არის 1992 წელი, ეს არის სხვა საქართველო. აქ აღარ არის შევარდნაძე, არამედ არის სააკაშვილი. ეს არის სხვა ევროპა, რომელიც თავის სამიტზე რუსეთთან ყველაზე მთავარ საკითხად საქართველოს საკითხს აყენებს. დღეს ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის, მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენ ჩვენს სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)