Google+

სიახლეები

03.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთში დაკავებული ქართველი სტუდენტების მშობლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთში დაპატიმრებული ქართველი სტუდენტების მშობლებს შეხვდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას იშურებს მათ გასათავისუფლებლად.

"უწინარეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ შეხვედრისთვის დრო გამონახეთ. რამდენიმე თვეა, რაც თქვენი და ჩვენი ღირსეული შვილების - ლევანის, კობასა და ივერის სრულიად უკანონო პატიმრობა გრძელდება. მსურს იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ შეგხვედრივართ, ამ საკითხზე ფიქრი და მუშაობა ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია. თქვენ არა მხოლოდ ჩვენ - ქვეყნის მთავრობა და შესაბამისი უწყებები, არამედ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ. ეს თქვენც კარგად იცით და მეც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და ამ უკანონობას ყველა ერთად ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)