Google+

სიახლეები

04.05.2007
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა

7 მაისს საქართველოს, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი, მეუღლესთან ერთად, ეველინ ილვესთან ერთად ეწვევა. საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ, დეგელაციის ოფიციალური მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდება. ოფიციალური მოლაპარაკების დასრულებისთანავე ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ასევე დაგეგმილია ესტონეთის პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტენოგრამის ციფრული სისტემის დათვალიერება მოხდება. მოგვიანებით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი" საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ესტონეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი ხუბუასთან შეხვედრა, ასევე ესტონეთის პრეზიდენტის სიტვით გამოსვლაც.

8 მაისს ესტონეთის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის და აჭარის ავტონომიური რესბულიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის შეხვედრა. ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჭარის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრებს.

მოგვიანებით, ესტონეთის დელეგაცია ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიოს ციხესიმაგრესაც დაათალიერებს. 9 მაისს ესტონეთის პრეზიდენტი დელაგაციასთან ერთად ტალინში გაემგზავრება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)