Google+

სიახლეები

09.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიას სტუმრობდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გურიის რეგიონს ეწვია. მიხეილ სააკაშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ტარიელ ჩხიკვაძისა და შურა ცინცაძის ოჯახს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისათვი პირადად მიულოცა. „თქვენ რეპრესირებული ოჯახიდან ბრძანდებით. მამა 1937 წელს დაგიხვრიტეს. თავად კი, სამამულო ომში მეუღლესთან ერთად მონაწილეობდით. ქართველმა ერმა ყველა ომში პროცენტულად ყველაზე მეტი მებრძოლი დაკარგა. საქართველოს ყველა ომში გმირული შემადგენლობა ჰყავდა, ამის დავიწყება არ შეიძლება" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ვეტერან ტარიელ ხჩიკვაძესთან ერთად ჩოხატაურის ცენტრში ახლადგარემონტებული სკოლა მოინახულა, ასევე თანამედროვე კომპიუტერული სისტემით აღჭურვილი საკლასო ოთახები და მოსწავლეების მიერ შექმნილი ახდენილი ოცნებების რუკა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებს სააქტო დარბაზისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობას დაპირდა.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავის აღსანიშნავად მოვედით. ტარიელ ჩხიკვაძის სახით

თქვენ სახელოვანი თანასოფლელი გყავთ, რომელმაც გმირულად იბრძოლა და საქართველო ასახელა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით, კი საქართველოს პრეზიდენტი ლანჩხუთში გაემგზავრა, სადაც სამამულო ომის მონაწილე ალექსანდრე მარგალიტაძის ოჯახს ესტუმრა. ქართულ-რუსული ოჯახის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს თავისი ისტორია უამბო. ალექსანდრე მარგალიტაძე ომში 16 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა, ლენინგრადის ბლოკადის დღეებში იგი დაიჭრა, სადაც მას ექთანი მარგარიტა სიმიონოვნა მკურნალობდა, რომელიც მოგვიანებით ცოლად შეირთო.

„მინდოდა თქვენთვის ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავი მომელოცა. თქვენს წინაშე ჩვენ - ყველანი ვალში ვართ. ეს არის რუსულ-ქართული ოჯახი, რომელიც ფრონტზე შეხვდა ერთმანეთს და ამდენი წლის შემდეგ ერთად აღნიშნავს გამარჯვების ამ თარიღს". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)