Google+

სიახლეები

17.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრს გიორგი არველაძეს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ აუქციონზე ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია „თი-ბი-სი" ჯგუფმა იყიდა.

სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე შეხვდა და ტენდერის შედეგებზე ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან კონკურენცია იყო გამჭირვალე, ლისის ტბის ტენდერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა.

„როცა ქვეყანას ენდობიან და დარწმუნებულნი არიან რომ იქ ყველაფერი პატიოსნად და ყველასათვის ხელმისაწვდომ ვითარებაში მიმდინარეობს, მაშინ ქვეყანში შემოდის ფული და ეს ქვეყანა წარმატებულია" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიწაში ჩადებული ფული საქართველოს მაცხოვრებლებისათვის სამშენებლო სექტორში გაჩენილ ბევრ სამუშაო ადგილს, ბევრად მეტ ტურისტსა და უკეთეს გარემოს ნიშნავს.

„პრივატიზაციის ფული თითიეული ჩვენი თანამოქალაქისათვის ზოგადი მცნება არ უნდა იყოს. ეს ფული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უნდა ჩავდოთ. კერძოდ, ჩვენ ბევრ მთავარ გზებს ვაშენებთ. ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი დიდ სოფლებში ცხოვრობს, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გზები არავის შეუკეთებია. ჩემი დავალებაა - მოვამზადოთ გეგმა მინიმუმ ორასი სოფლის გზის კარგად გასაკეთებლად.

ჩვენ თბილისში დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით გავზარდეთ პენსია, მაგრამ რეგიონებში ეს არ გავრცელებულა. გავალებთ, ის ფაქტი, რომ საგადასახადო შემოსავლები იზრდება, ხალხმა უნდა იგრძნოს.

განსაკუთრებით დაუცველი ნაწილისათვის გავაფართოვოდ დახმარებები. ეს პროგრამა, ემსახურება საქართველოში გაჭირვების აღმოფხვრას. ყველამ უნდა ნახოს, რომ ქვეყანაში ფული შემოდის, კორუფცია აღარ არის და ეკონომიკური აღმავლობა სოფლად და ქალაქში ერთნაირად შეეხოთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)