Google+

სიახლეები

21.05.2007
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და პრესსპიკერმა დიმიტრი ქიტოშვილმა გურამ შარაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და პრესსპიკერმა დიმიტრი ქიტოშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით გურამ შარაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ დანაშაული საბოლოოდ გახსნილია, რაც სამართალდამცველების მაღალკვალიფიციური და ოპერატიული მუშაობის შედეგია.

"მინდა განვაცხადო, რომ საპატრულო პოლიციისა და ზოგადად სამმართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიული და ოპერატიული მუშაობის შედეგად, ეს დანაშაული არ დარჩა გაუხსნელი ისე, როგორც ეს აქამდე ხშირად ხდებოდა. კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გურამის ოჯახს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალთან ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება და გაძლიერდება", - განაცხადა დიმიტრი ქიტოშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)