Google+

სიახლეები

26.05.2007
მიხეილ სააკაშვილმა ნოდარ დუმბაძის სახელობის „მზიურის“ პარკში „ვარდების მონუმენტი“ გახსნა

საქარათველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ნოდარ დუმბაძის სახელობის „მზიურის" პარკში „ვარდების მონუმენტი" გახსნა. მონუმენტის შექმნის იდეა ავსტრიის პრინცესას გაბრიელა ფონ ჰაფსბურგს ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მონუმენტი საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მამულიშვილებს ეძღვნება და ვარდების რევოლუციის იდეას გამოხატავს. „მონუმენტი ჩაფიქრებული იყო, როგორც ვარდების რევოლუციის სიმბოლოს გამოხატულება. რაც ბევრად მეტია ვიდრე ცალკე აღებული ადგილობრივი საზოგადოებრივი მოვლენა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი დაიწყო.

ვარდების რევოლუციის შედეგ, პრეზიდენტის ჩათვლით ყველა ცდილობს იყოს თავის ქვეყნის ღირსი" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ქართულ ხელოვნებაში საინტერესო ადამიანების ახალი ტალღა მოვიდა. ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ახალი არქიტექტურული ნიმუშები და ძეგლები იქმნება. ნოდარ დუმბაძის „მზიურის" პარკში გახსნილი ეს ძეგლი ამის ნაწილია. მე ვიცი, რომ ამ მონუმენტს აკლია აფხაზეთის ქვა და მე ამ ქვას ჩამოვიტან" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა იდეის ავტორს - ავსტრიის პრინცესას საქართველოს მოქალაქეობა უბოძა და აღნიშნა, რომ მისი სახით, საქართველომ კიდევ ერთი ღირსეული მოქალაქე მიიღო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)