Google+

სიახლეები

29.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სასტუმრო ”რჩეული ვილა” გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ბათუმში სასტუმრო "რჩეული ვილა" გახსნა. სასტუმროს ნომრის ღირებულება საშუალოდ 50$ იქნება. სასტუმრო რჩეულიშვილების საკუთრებაა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ის ამგვარი სასტუმროების მშენებლობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და საკურორტო ტერიტორიებსაც გამოყოფს. მიხეილ სააკშვილი მახინჯაურში სამკერვალო ფაბრიკის გახსნას დაესწრო, სადაც 350 ადამიანია დასაქმებული. ამ საწარმოში შეკერილი ტანსაცმლის გატანას ევროპაში გეგმავენ. პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიმართ მადლიერება გამოხატა. ფაბრიკაში თურქული კომპანია "ჯორჯია კრასას" ინვესტიცია ჩაიდო.

"ძალიან დიდი მიღწევაა, რომ მახინჯაურში უკვე 150 ადამიანი მიუსხდა სამუშაო დაზგებს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხი. ჩვენ გვყავს ძალიან მშრომელი და კვალიფიციური ხალხი. ამას წინათ, როდესაც ფარმაცევტული საწარმო გავხსენით, ინვესტორმა მითხრა, რომ ამ საწარმოში მომუშავე ქალბატონი, რომელიც 16 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა თავის საქმიანობას, უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი აპარატურა და ფული, რომელიც მე ჩავდეო. ადამიანთა შრომას კვალიფიკაციას მუყაითობას და ნიჭიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)