Google+

სიახლეები

21.06.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ნინოწმინდაში მიხეილ სააკაშვილმა ნინოწმინდელ პატრიოტებთან ერთად საჭიდაო ტატამი და კრივის რინგი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტი სოფელ სპასოვკაში რძის პროდუქტების დაგამამუშავებელი საწარმოს პრეზენტაციას დაესწრო. სამცხე- ჯავახეთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და აქცენტი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე გააკეთა.

„ ამ რეგიონში სამი ძირითადი ფაქტორი გაჩნდა - რეგიონის მოსახლეობა სტაბილურ და მშვიდ გარემოში ცხოვრობს, აქვს კარგი გზები და უზრუნველყოფილნი არიან ელექტროენერგიით. ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, ყველას მიერ მივიწყებულ ჯავახეთში, აღარ დარჩება არცერთი ცუდი გზა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რეგიონის უნიკალური პოტენციალი, რომელიც სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროებშია, მთელი ძალით ამოქმედდება. ჩვენ ხელისუფლებას პლიუს გზები, პლიუს ელექტროფიკაცია, ეს არის ადამიანების უკეთესი ცხოვრება -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი იმ ახალქალაქელ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებიც ენის არცოდნის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე ვერ მოხვდნენ. პრეზიდენტი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ ას აბიტურიენტს გამოუყოფს პრეზიდენტის სტიპენდიას, რათა მათ მომზადებისა და სწავლის გაგრძელების საშუალება საკუთარ ქვეყანაში მიეცეთ.

„დღეს ვაცხადებთ, რომ აგვისტოდან ახალქალაქელებისა და ნინოწმინდელებისთვის, თბილისის უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩასაბარებლად, ას საუკეთესო ახალგაზრდას გამოვუყოფთ პრეზიდენტის სტიპენდიას. ჩვენ მათ უფასოდ მოვამზადებთ, რათა გახდნენ სტუდენტები და არჩეულ ფაკულტეტებზე სრულყოფილი განათლება მიიღონ. ვიცი, რომ არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწავლის გასაგრძელებლად მინსკში, ერევანში, კიევსა, თუ რუსეთში გამგზავრებას აპირებენ. მე პრობლემის მოგვარებას გთავაზობთ - დარჩით საქართველოში და ისწავლეთ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ მთელ რეგიონში საუკეთესო განათლებას მოგცემთ " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)