Google+

სიახლეები

18.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას შეხვდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეუთომ - ევროპიდან ყველაზე მთავარმა და დემოკრატიულმა არჩევნების დამკვირვებელმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ასობით, და თუ საჭიროა ათასობით დამკვირვებელი მოავლინოს.

"ეს საჭიროა იმ პირობებში, როცა ჩვენს წინააღმდეგ ამუშავებულია მანქანა, რომლის მეშვეობით შეიძლება წარმოაჩინონ საქართველო, როგორც არასტაბილური ქვეყანა, სადაც ვერ ტარდება ნორმალური არჩევნები და არ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა თავისი ღირსებით, თავშეკავებით, მაღალი აქტივობით და დემოკრატიულობით დაუმტკიცებს მთელ მსოფლიოს, რომ გამორჩეული ევროპული ერია.

სააკაშვილმა ეუთოს შესთავაზა მონიტორინგის ჩატარება იმის სანახავად, თუ რა საშუალებები აქვს ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის წარმართვის, მასმედიასთან ურთიერთობის და ყველანაირი ჩარევის გარეშე პოლიტიკის წარმართვისთვის.

"ჩვენ არც ერთ კანდიდატს სისხლის სამართლებრივ პრობლემას არ ვუქმნით. შეიძლება მათ გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ კანონთან, მაგრამ ჩვენ საგანგებოდ ვაცხადებთ, რომ მათ არ ექნებათ სისხლის სამართლებრივი პრობლემები და არავითარი შეზღუდვები", - დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს გადაყვანა მთავარი ღერძიდან, მთავარი მიმართულებიდან ვერ მოხერხდა. "თქვენს გარეშე, საერთაშორისო თვალსაზრისით, 5 იანვრის არჩევნებს შეიძლება რამე პრობლემები შეექმნას", - მიმართა სააკაშვილმა ტერი ჰაკალას და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე ყველა კითხვას უპასუხებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)