Google+

სიახლეები

25.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ივანე ნონიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

„გაცნობებთ, რომ დღეს, 2007 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის წინაშე მოიხსნა უფლებამოსილება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის ფორმალური და აუცილებელი გარემოება იმისათვის, რათა დაინიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენო არჩევნები და თავად მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი, როგორც კანდიდატმა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ივანე ნონიაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)