Google+

სიახლეები

29.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე მსოფლიო ბანკის საქართველოს პროექტების დირექტორს დოუსეტ კოიროლოს შეხვდა

დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს პროექტების დირექტორმა დოუსეტ კოიროლომ შეხვედრისას საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მიმდინარე თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და წყალმომარაგების, ასევე, ჩვენს ქვეყანაში სოციალური დაცვისა და განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის კონსულტანტთა მონაწილეობით შემუშავდა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კონტროლის პალატის ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდას. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შემოსულია და მას, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

„ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - აღნიშნა შეხვედრაზე დოუსეტ კოიროლომ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)