Google+

სიახლეები

16.06.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში ახალი სასტუმრო გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში ახალი სასტუმრო გახსნა. როგორც მან აღნიშნა, "ჯორჯიან ჰოტელ პალასი" შავიზღვისპირეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება.

"ჩვენთან ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება და, სამწუხაროდ, მშენებლობებზე ბევრგან, ძირითადად, უცხოელები მუშაობენ. მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ამ სასტუმროს ინვესტორიც ქართველია და მშენებლებიც და მომსახურე პერსონალიც ქართველები არიან. ეს არის მოდელი იმისა როგორ უნდა ხორციელდებოდეს საქართველოში მშენებლობა. ქართველებს უცხოელებზე ორჯერ სწრაფად შეძლებიათ შენება. ეს არის მთავარი, რაც ყველაზე ძალიან მახარებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა - "ჩვენ აქ ახალი ანტალია და მასზე ბევრად უკეთესი უნდა გავაკეთოთ. ამას კი სრული თავისუფლება და მაქსიმალური წახალისება სჭირდება."

სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაფინანსებით ქართულმა კომპანიამ ააშენა. სასტუმროში 155 ნომერია, მათ შორის - ხუთი ლუქსი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)