Google+

სიახლეები

24.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადება

საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს საფრანგეთის რესპუბლიკისა და პირადად პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერება. საქართველო ასევე მადლიერია საფრანგეთისა რომელიც, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ყოველდღიურად ადევნებს თვალყურს, თუ რამდენად სრულდება მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

სამწუხაროდ, რუსეთი დღესაც აგრძელებს ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტებისა და პრეზიდენტ სარკოზის განცხადებათა თვითნებურ და მცდარ ინტერპრეტაციას, რაზეც არაერთხელ მიუთითა საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა.

საქართველო კვლავაც გამოთქვამს იმედს, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობით, გერმანიის, ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოთა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა და მცდელობა ნაყოფს გამოიღებს და რუსეთის ჯარები დაუყოვნებლივ დატოვებენ საქართველოს, რის შემდეგაც დაიწყება საერთაშორისო სამშვიდობო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთლიანად საქართველოში, ანუ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)