Google+

სიახლეები

19.09.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი ურთიერთობების ახალი ეპოქა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეცვლილია თამაშის წესები.

"საქართველოს ახლა აქვს ცივილიზებული მსოფლიოს დიდი მხარდაჭერა. საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები მსოფლიოს ქვეყნებთან, საქართველოს მეგობრებთან, ევროპასთან და ამერიკასთან. " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ასევე, მშვიდობიანად უნდა მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს პერსპექტივებს, მაგრამ საჭიროა მოთმინება. უნდა გაგრძელდეს ჩვენი განვითარება და დემოკრატიის გაძლიერება" - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გამოყოფაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი განკარგულება თანხის გამოყოფის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ლევან ვარშალომიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გასცა.

"უნდა დავეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილებს. მათთვის აღმოჩენილი იქნება ყველა სახის დახმარება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მომავალში მაღალმთიან აჭარაში მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მყოფ კანადელ მომღერალ ბრაიან ადამსს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბრაიან ადამსი მზად არის, საკუთარი თანხით რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებისთვის სკოლა ააშენოს. სკოლა, სავარაუდოდ, გორის რაიონში აშენდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დღევანდელი საქველმოქმედო აქციის მნიშვნელობას, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი თბილისში მართავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პირველად საქართველოს ისტორიაში გამოხატულია უზარმაზარი სოლიდარობა, როგორც სხვადასხვა ქვეყნების, ასევე, მსოფლიო დონის ვარსკვლავების მიერ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)