Google+

სიახლეები

30.09.2008
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა თბილისში საიათნოვას ძეგლი გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა თბილისში საიათნოვას ძეგლი გახსნეს, რის შემდეგაც პრეზიდენტები იქ შეკრებილ მოსახლეობას მიესალმნენ.

"საიათნოვა ეკუთვნის თბილისს, საქართველოს, კავკასიას და სომხეთს. ის იყო დიდი პოეტი, განსაკუთრებული ფენომენი საქართველოსთვის. საქართველოს წელს ჰქონდა 80 000-იანი შემოსევა დიდი იმპერიისა, ასეთი დიდი შემოსევა საქართველოს ბოლოს თავს აღა მაჰმად ხანის დროს დაატყდა. სწორედ საიათნოვა იარაღით ხელში ებრძოდა მას და საქართველოსთვის თავი გასწირა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორ ერს შორის ბევრი კარგი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

"საიათნოვა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ის იყო ღვიძლი შვილი როგორც ქართველების, ისე სომხების. ის იყო იმ გარემოს და კულტურის მატარებელი, სადაც იგი მოღვაწეობდა. საიათნოვა იმ სიყვარულის მიზეზი გახლდათ, რომელმაც ჩვენ აქ შეგვკრიბა", - განაცხადა სერჟ სარქისიანმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)