Google+

სიახლეები

15.10.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა

ბრუსელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟენევაში წარმოებული საერთაშორისო მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა საბჭოთა პოლიტიკა ვერ დაივიწყა და სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა.

"როგორც ვეჭვობდი, დღეს ჟენევაში რუსებმა მოლაპარაკების პროცესი მიატოვეს იმის მიუხედავად, რომ საქართველო ძალზე კონსტრუქციული იყო და პირველად გაჩნდა სერიოზული მოლაპარაკების წარმოების შანსი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით. სწორედ ასე იქცეოდა საბჭოთა კავშირი ცივი ომის ყველაზე მძიმე და ცუდ წლებში. ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს რა ხალხთან და რა დონის დიპლომატიასთან გვაქვს საქმე, რა წარმოდგენა აქვთ მათ სამყაროს მიმართ. თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პირობებში კიდევ რაიმეს მიღწევა შეიძლებოდა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ამ ხალხს დასვენება მოუწევს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან, ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო რუსი ჯარისკაცის გაყვანამდე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)