Google+

სიახლეები

30.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის შემადგენლობაში ადგილებს ოპოზიციას კვლავაც სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, მთავრობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზე ძალაში დარჩა. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განახლება და ცვლილება დემოკრატიის განვითარების თანმდევი პროცესია.

მისი თქმით, დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია, რომ ოპოზიციამ მთავრობას ხმა არ მისცეს.

"ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით ოპოზიციას, რომ გამხდარიყო მთავრობის ნაწილი. თუ მათ ამის სურვილი აქვთ, ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში განაცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მთავრობას შეუერთდნენ, ჩვენ გადავხედავთ მთავრობის შემადგენლობას და ამ შემადგენლობაში ოპოზიციის წევრებს შევიყვანთ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მათი გადაწყვეილების მიუხედავად, დემოკრატიულ რეფორმებზე მუშაობა ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატით.

"ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე შემდგომი წლების განმავლობაში, გავანაწილოთ მინისტრთა კაბინეტის პოსტები, შევქმნათ საერთო პოლიტიკური პლატფორმის ეროვნული მთავრობა, რომელშიც ოპოზიცია ფართოდ იქნება წარმოდგენილი. თუკი ოპოზიციას ამ ეტაპზე ამის სურვილი არ აქვს, მზად ვართ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლოთ მათთან, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობას დავამტკიცებთ იმ შემადგენლობით, როგორც ის ახალმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა. სხვათა შორის, მან ითხოვა დრო, რათა მინისტრებს მისცეს გამოსაცდელი ვადა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს ორგანიზაციული დასკვნები. ვფიქრობ,გეგა მგალობლიშვილი სწორად მოიქცა, რომ თავიდანვე არ დაიწყო ხალხის მასობრივად შეცვლა, რადგან ის ახალი კადრია და უნდა შეაფასოს ვინ გამოადგება მომავალში და ვინ არა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)