Google+

სიახლეები

11.06.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ფილიპ გორდონმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ჰილარი კლინტონის მოადგილემ ცალსახად აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და ქვეყნის დემოკრატიულ კურსს. მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აქტიურად უნდა განვითარდეს როგორც ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, ისე უსაფრთხოების მხრივ.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)